სულხან მოლაშვილის მეუღლე: ეს ქონება ჩემთვის არაფერი არაა იმის მერე, რაც სულხანს დამართეს

ეს ქონება ჩემთვის არაფერი არაა იმის მერე, რაც სულხანს დამართეს, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მეუღლემ, თათია მოლაშვილმა, ჟურნალისტებს, მოლაშვილის ოჯახისთვის უკანონოდ ჩამორმეული ქონების დაბრუნების შემდეგ განუცხადა.
როგორც თათია მოლაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ სამართლის ზეიმს თავად სულხან მოლაშვილი ვერ მოესწრო.
„შევისყიდე წავკისის აგარაკი სულხანის დაჭერის შემდეგ და ვაჩუქე სახელმწიფოს. 13-წლიანი მოლოდინის შემდეგ დაგვიბრუნდა ეს ქონება, მაგრამ, რაც მთავარია, ამას სულხანი ვერ მოესწრო. ქონების დაბრუნება მხოლოდ ერთი ეტაპია და ჩვენს საქმეზე გამოძიება გრძელდება. სიცოცხლე წაართვეს ადამიანს, მეტი რა უნდა წაეღოთ. ეს ქონება ჩემთვის არაფერი არაა იმის მერე, რაც სულხანს დამართეს“, – განაცხადა თათია მოლაშვილმა და პროკურატურას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
სულხან მოლაშვილის ოჯახს სოფელ წავკისში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი დაუბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები