ნიკოლოზ ანთიძე ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ანთიძე ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს.
მისი ინფორმაციით, დაიწვა ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდა, რამაც გამოიწვია უნიკალური მხატვრობის ნაწილობრივ ჭვარტლით დაფარვა.
„გაირკვა, რომ სანთელი იყო დარჩენილი, არ ვიცი ვის დარჩა, მაგრამ დაადგენენ. სანთელი დარჩენიათ მაგიდაზე, სადაც ეწყო სხვა სანთლებიც და ხატები, სამწუხაროდ გაიჭვარტლა მხატვრობის გარკვეული ნაწილი, ამიტომ დღესვე ჩავლენ რესტავრატორები, რათა დაიწყოს გამოკვლევა იმისა, თუ რა მეთოდით შეიძლება მხატვრობის გაწმენდა“, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.
ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა. ამ მომენტისათვის ეკლესია დაკეტილია და იქ შესვლა ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის დროებით შეზღუდულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები