დავით ნარმანია ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ განაშენიანების გეგმაზე საუბრობს – „ხეების მოჭრის საკითხი ჯერ არ დამდგარა“

ხეების მოჭრის საკითხი ჯერ არ დამდგარა, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ”რუსთავი 2”-ის ეთერში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ და თაბორის მთაზე განაშენიანების გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც გუშინ საკრებულომ დაამტკიცა.
მისი თქმით, განაშენიანების რეგულირების გეგმა არის ჩარჩო-დოკუმენტი, რომელიც ამ ტერიტორიის საკმაოდ საინტერესოდ განვითარებას გულისხმობს.
”განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელზეც დედაქალაქის საკრებულომ იმსჯელა, არის ჩარჩო-დოკუმენტი, რომელიც ამ ტერიტორიის საკმაოდ საინტერესოდ განვითარებას გულისხმობს. მათ შორის დაგეგმილია გოლფ კლუბის გაკეთება, დამატებით გამწვანდება ტერიტორია. კონკრეტული დენდროლოგიის პროექტი მომზადების სტადიაზეა და ის აუცილებლად იქნება შემოტანილი”, – განაცხადა ნარმანიამ.
გუშინ, თბილისის საკრებულოში 24 ხმით 5-ის წინააღმდეგ საკრებულოს დეპუტატებმა დაამტკიცეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კრწანისის რაიონში, ოქროყანის დასახლებაში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის აშენებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები