დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს აირჩევენ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს აირჩევენ. პლენუმის სხდომა 12:30 საათზეა ჩანიშნული, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების დაკომპლექტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და სასამართლოს მდივნის არჩევის საკითხები განიხილება.
გავრცელებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებად და ამავე დროს კოლეგიების თავმჯდომარეებად მოიაზრებიან მოსამართლეები მერაბ ტურავა და თეიმურაზ ტუღუში, ხოლო სასამართლოს მდივნის პოზიციას სავარაუდოდ, მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები