სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) წარმომადგენელს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) პროგრამების კოორდინატორს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, არმენ ზარგარიანს შეხვდა.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ნიშური პროდუქტების – თაფლი, მწვანილი და კენკროვანი ხილი – ევროკავშირის ბაზარზე გატანის შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ისაუბრა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებული ძირითადი ვალდებულებების შესახებ. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ვალდებულებების შესრულება ქართული ნიშური პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
როგორც არმენ ზარგარიანმა აღნიშნა, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი მზად არის ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე წვდომას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები