საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში ჯედდას სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საუდის არაბეთში, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ჯედდას სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობასთან და პალატის ბორდის წევრებთან.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საუბრის მთავარი თემა იყო ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, რაც სამომავლოდ ითვალისწინებს ბიზნეს დელეგაციების ურთიერთგაცვლას, ერთობლივი ბიზნეს ფორუმებისა და სავაჭრო გამოფენების გამართვას. შეხვედრაზე ელჩმა ისაუბრა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, ბიზნეს პოტენციალსა და ბოლო წლებში ქვეყნაში განხორციელებულ რეფორმებზე.

ასევე გაიმართა საუდის არაბეთში საქართველოს ელჩის შეხვედრა საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური სამმართველოს ხელმძღვანელთან, კაპიტან აბდულჰაქიმ ალ-თამიმისთან. შეხვედრის დროს მათ განიხილეს სამოქალაქო ავიაციის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები