ლევან ღირსიაშვილი ევროკავშირის ექსპერტებს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოში – ჯორჯ ვლად ნიკულესკუს, ჰანს იურგენ ცაორქასს, გრაზვიდას ზასუტასის და კახა გოგოლაშვილს შეხვდა.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების პრეზენტაცია გამართეს. რეკომენდაციები მიზნად ისახავს ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) სფეროში უწყებათაშორისი კომუნიკაციის მექანიზმების კონსოლიდაციას საქართველოსა და მოლდავეთს შორის.
ევროკავშირის ექსპერტებმა რეკომენდაციები უწყებათშორისი კომისიის წარმომადგენლებსაც გააცნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები