პროკურატურის ორგანიზებით, „არასრულწლოვნებში გავრცელებული დანაშაულის პრევენციის“ კვირეული მოეწყო

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, „არასრულწლოვნებში გავრცელებული დანაშაულის პრევენციის“ კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა რაიონის საჯარო სკოლების უფროსი კლასის მოსწავლეებს სამართლებრივ საკითხებზე ლექცია-სემინარები ჩაუტარდათ.
სენაკის, მესტიის, გორის, ზესტაფონის, ხელვაჩაურის, ოზურგეთის, ახალციხისა და რუსთავის რაიონული პროკურატურების წარმომადგენლებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნარკოტიკული დანაშაულის, ხულიგნობის, ცივი იარაღის, ოჯახში არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის, ტრეფიკინგისა და 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის აკრძალვის თემებზე ლექცია-სემინარები ჩაუტარეს.
რაიონული პროკურატურების მიერ ორგანიზებულ ლექცია-სემინარებზე მოსწავლე-ახალგაზრდებს მიაწოდეს ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამცველების რეაგირებაზე, დანაშაულის გამოძიებასა და სასამართლოში სახელმწიფო ინტერესების დაცვის შესახებ, ასევე დანაშაულის პრევენციაში სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის პროკურატურის როლზე.
„არასრულწლოვნებში გავრცელებული დანაშაულის პრევენციის კვირეული“ ქვეყნის მასშტაბით რვა რაიონში პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენცია, სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის პროკურატურის როლის გაცნობა და სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლება”, – აცხადებენ  საქართველოს პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები