თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თავისუფლების მოედნის (ნაწილობრივ), გალაკტიონ ტაბიძის, ლეონიძის, ჭოველიძის, ზანდუკელის, კერესელიძის, მაყაშვილის, წინანაურის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ფონიჭალის დასახლების და გულბანის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: შარტავას ქუჩის მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ) და ვეფხისტყაოსნის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ფეიქრების და ქსნის ქუჩების მცხოვრებლებს.
შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია აბონენტებს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე  აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები