„ყველამ თავის ბებიას მიხედოს“ – რას აცხადებს ძალადობაში ბრალდებული შვილიშვილების ბებია (ვიდეო)

მოხუცი ქალბატონი, რომელსაც შვილიშვილები სასტიკად „ეხუმრებოდნენ“ ახადებს, რომ პნევმატურ იარაღში ტყვიები არ ყოფილა.
„დავწერე ყველაფერი. მეხუმრებოდნენ ბავშვები. მეც ვეხუმრებოდი. იღებდნენ თან ამას, მეტი არაფერი ყოფილა“, – აცხადებს ლილი ქუთათელაძე.
ბებიის ვერსიას მისი შვილიშვილი ნონა ქუთათელაძეც იზიარებს და ამბობს, რომ ხუმრობის გამო არავინ უნდა დაისაჯოს.
„ყველამ თავის ბებიას მიხედოს, მე ჩემ ბებიას კარგად ვუვლი“, – განაცხადა ნონა ქუთათელაძემ.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რასაც საზოგადოების მხრიდან ერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ დასდევენ ასაკოვან ბებოს შვილიშვილები და პნევმატური იარაღიდან ესვრიან. შსს-მ გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. შემდეგ კი საქმე სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები