“ქართული ოცნება”: ზაზა ბაირამოვი, რომელზეც ”ნაციონალური მოძრაობა” აპელირებს, ”ქართული ოცნების” წევრი არ არის

ზაზა ბაირამოვი, რომელზეც ”ნაციონალური მოძრაობა” აპელირებს, ”ქართული ოცნების” წევრი და წარმომადგენელი არ არის, – ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მაგდა კოტრიკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“სულ რომ იყოს ეს პირი ”ქართული ოცნების” წევრი, ამ პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია. ასეთივე წარმატებით ნებისმიერ მხარდამჭერს შეუძლია სამოყვარულო კამერით ვიდეოს გადაღება და გავრცელება, რომ მაგალითად, გიორგი კანდელაკმა ან გიგა ბოკერიამ ჩაყარეს ყუთებში ბიულეტენების განუსაზღვრელი რაოდენობა”, – განაცხადა ხათუნა კოტრიკაძემ.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც, მათი მტკიცებით, ”ქართული ოცნების” წარმომადგენელი ზაზა ბაირამოვი ჰყვება, თუ როგორ ჩაყარა 400 ბიულეტენი 86-ე უბანზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები