ცესკო: მანდარინის ან რაიმე სხვა ციტრუსის შეხება ხელზე მარკირების მსგავს კვალს არ ტოვებს

მანდარინის ან რაიმე სხვა ციტრუსის შეხება ხელზე მარკირების მსგავს კვალს არ ტოვებს, – ამის შესახებ განმარტება აჭარაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ გააკეთა.

„მარკირების აპარატი ისეა მოწყობილი, რომ შესაბამისი მინათების შედეგად შესაძლებელია დადგინდეს მხოლოდ ის შხეფები, რომელიც მარკირების შედეგად არის განხორციელებული. მანდარინისთვის ხელის მოკიდება ან რაიმე ციტრუსთან შეხება არ ტოვებს იმ კვალს, რასაც ტოვებს მარკირება, თუმცა აღნიშნულს ჩვენ კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.

დღეს ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე 9 ამომრჩეველს ხელზე მარკირების კვალი აღმოაჩნდა, რის გამოც ისინი უბანზე არ დაუშვეს. მოქალაქეებმა ამის გამო პროტესტი გამოხატეს და განაცხადეს, რომ მარკირების მსგავსი კვალი ხელზე მანდარინის მირთმევის შედეგად დარჩათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები