პრემიერ-მინისტრი: ჩვენ ყველა ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, მშვიდობიან და ძლიერ ქვეყანაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას აფხაზური ენის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, აფხაზური ენის დღე უმნიშვნელოვანესია არამარტო აფხაზური, არამედ ქართული საზოგადოებისთვის.
“მინდა, მოგილოცოთ აფხაზური ენის დღე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. აფხაზური ენა, ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე არის სახელმწიფო ენა, მინდა მივულოცო არა მხოლოდ აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებს, არამედ მთელ საქართველოს. დიდი იმედი მაქვს და ჩვენ ყველას გვჯერა, რომ მოვიშუშებთ იარებს და ყველა ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, მშვიდობიან და ძლიერ ქვეყანაში”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები