„ლარის კურსის პროგნოზის გაკეთება იმ შემთხვევაში, როდესაც მცურავი გაცვლითი კურსი გვაქვს, თეორიულადაც კი ძალიან ძნელია“

„კურსის პროგნოზის გაკეთება იმ შემთხვევაში, როდესაც მცურავი გაცვლითი კურსი გვაქვს, თეორიულადაც კი ძალიან ძნელია“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსის შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, გვქონდა ერთჯერადი ფაქტორები, რომლებიც ნამდვილად მოქმედებდნენ და მოახდინეს გავლენა და არსებობდა გარკვეული მოლოდინები, რომლებსაც არ შეიძლება რომ გავლენა არ მოეხდინათ გაცვლით კურსზე.
,,თუ გადავხედავთ მიმდინარე ანგარიშის ბოლო თვეების ტენდენციებს, დინამიკა გაუმჯობესებაზე მეტყველებს – ტურიზმი გაიზარდა 11%-ით, ფულადი გზავნილები 13%-ით არის გაზრდილი. სექტემბერი იყო პირველი თვე ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც ექსპორტი 8%-ით გაიზარდა, ამავე თვეში იმპორტი 2%-ით შემცირდა. ასევე ბოლო პერიოდში დოლარი მყარდებოდა საკმაოდ და გარკვეულწილად პიკსაც მიაღწია გუშინ სხვა ვალუტებთან შედარებით. თუ ყველაფერს ერთად შევხედავთ, დღევანდელ დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით”, – განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები