ხადური Doing Business-ზე: “ეს არის დასტური, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არის სწორი”

საქართველს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის შეფასებით, მსოფლიო ბანკის კვლევა ბიზნესის კეთების სიმარტივესთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არის ჯანსაღი, სწორი, გააზრებული და თანმიმდევრული.
„მე ვფიქრობ, რომ მსოფლიო ბანკის კვლევა ბიზნესის კეთების სიმარტივესთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არის ჯანსაღი, სწორი, გააზრებული და თანმიმდევრული.
ის პროგრესი, რომელიც კვლევამ აჩვენა, ადასტურებს, რომ განვითარების აბსოლუტურად სწორი გზა გვაქვს არჩეული და ინვესტორთათვის უფრო მიმზიდველი ქვეყანა ვხდებით, რაც ძალიან ბევრი კარგი პროცესის დასაწყისია. Doing Business-ის რეიტინგი ემყარება სხვადასხვა ინდიკატორს, რომლებშიც ჩვენ საკმაოდ სერიოზული პროგრესი გვაქვს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველომ სწორი ნაბიჯები გადადგა”, -განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები