პრემიერი: მსოფლიო ბანკის რეიტინგში 7-საფეხურიანი ნახტომი ნებისმიერი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანი იქნება

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, 7-საფეხურიანი ნახტომი მსოფლიო ბანკის რეიტინგში ნებისმიერი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შეფასებისას განუცხადა, მსოფლიო ბანკის რეიტინგში ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა.
„ფაქტობრივად, შვიდი საფეხურით აიწია საქართველომ, 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე ბიზნესის კეთების მსოფლიო რეიტინგში. ეს არის მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ვინაიდან, საქართველო შედის წამყვან ქვეყნებში და 7-საფეხურიანი ცვლილება ერთი წლის განმავლობაში, არის დადებითი ნახტომი ამ მიმართულებით, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ინვესტორისათვის, რომელიც ფიქრობს საქართველოში ინვესტირებას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები