გერმანიის რკინიგზა საქართველოს გავლით ტვირთების გაგზავნას ირანის მიმართულებით გეგმავს

გერმანული რკინიგზა Deutsche Bahn-ი ირანში საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვას გეგმავს. 41- კონტეინერიან სატესტო მატარებელს კომპანია საქართველოს გავლით ნოემბრის ბოლომდე გაუშვებს. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო “Trend”-ი იუწყება.
შეთანხმებას თეირანში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ირანის სარკინიგზო კომპანიების და Deutsche Bahn-ის აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრაზე მიაღწიეს. Trend-ის ცნობით, მატარებელი ბორნის მეშვეობით რუმინეთის ქალაქ კონსტანცადან ზღვით საქართველოში შემოვა, შემდეგ რკინიგზით აზერბაიჯანში ჩავა, საიდანაც უკვე სატვირთო ავტომანქანებით ირანში, სარკინიგზო სადგურ გაზვინში შევა და იქიდან კვლავ რკინიგზით მივა თეირანში. ამ გზას 8 დღე დასჭირდება.
ირანის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე ასევე განიხილეს ინდოეთიდან, სპარსეთის ყურის გავლით, ევროპაში ტვირთების ტრანსპორტირების საკითხი. „სამხრეთ-დასავლეთის” დერეფანი გადის მარშრუტზე – სპარსეთის ყურე – ინდოეთი- ირანი- აზერბაიჯანი- საქართველო- შავი ზღვა- ევროპა. ამ გზის დაფარვა სულ 15 დღეში გახდება შესაძლებელი, მაშინ როცა ზღვის მარშრუტს 30-40 დღე სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები