დაბა ჩაქვში გზისა და სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, დაბა ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისის” მიმდებარედ, გზის რეაბილიტაციისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს სასტუმრო “ოაზისის” ტერიტორიის ირგვლივ, საავტომობილო გზაზე, ბეტონის ფილების დაგებას. ასევე, მოპირკეთდება ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლისა და სამხედრო ნაწილის ტერიტორია. მოეწყობა სანიაღვრე არხები და კანალიზაცია.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, საკურორტო ზონაში ტურისტული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 870 298 ლარია. მუნიციპალური განვითარების ფონდი სამუშაოების დასრულებას 2017 წლის იანვარში გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები