ლევან იზორია ავტოავარიის დროს დაღუპული ჯარისკაცის დაკრძალვას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია დღეს აკოფ მალხასიანის დაკრძალვას დაესწრო, რომელიც 21 ოქტომბერს, კახეთში, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.
დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერიტორიაზე, “კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. დაშავებული ჯარისკაცები ამ დროისთვის საავადმყოფოებში რჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები