„თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით დ ცენტრალურ უბნებში ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტებით ივლის

„თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით დღეს 07:00 საათიდან 14:00 საათამდე დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტებით ივლის.
ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კერძოდ, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩის ნაცვლად, სვლას გააგრძელებენ 300 არაგველის ხიდისა და მარცხენა სანაპიროს გავლით.
კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ბოლო გაჩერება ამაღლების ქუჩაზე იქნება.
ვაკე-საბურთალოდან და სადგურის მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები მელიქიშვილის ქუჩიდან ფილარმონიასთან ჩაუხვევენ კოსტავას ქუჩაზე და გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით გავლენ ბარათაშვილის ქუჩაზე.
ხეთაგუროვისა და ჩიტაიას ქუჩებიდან სადგურისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ჩიტაიას, კლდიაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები