გოგა ხაინდრავა: „ჰეროკრატიის“ გუშინდელ სერიაში ბიჭმა თავი რომ ჩამოიხრჩო, იქ მხოლოდ გვარი შევცვალე

იმ ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო იმის გამო, რომ ცოლის სურათი აჩვენეს, რომელსაც შემდეგ პატიმრებს აჩვენებდნენ, – ამის შესახებ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა თუ რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში და ციხეებში მომხდარ ტრაგედიებზე ისაუბრა.
“რას უკეთებდნენ ჩვენს დედებს, ცოლებს, დებს, საპატიმროებში მოსულებს, ეს არის სიმართლე, ესენი არიან კონკრეტული პირები, ვისგანაც მოსმენილი მაქვს სიმართლე. ბიჭმა რომ თავი ჩამოიხრჩო, არის რეალური ამბავი, გვარი მაქვს შეცვლილი და ორმოცაძეა, თორემ სხვა გვარის იყო. თავი ჩამოიხრჩო იმიტომ, რომ ცოლის სურათი აჩვენეს, რომელსაც ჩხრეკდნენ, ზოგჯერ გინეკოლოგიური ჩხრეკაც იყო. აქ ახალი არაფერი იყო, „ნოუ ჰაუ“ იყო, რომ ამ ფირებს შემდეგ ამონტაჟებდნენ, პატიმრებს აჩვენებდნენ და თვითონაც უყურებდნენ. მე თვითონ ვარ ნაჯდომი ციხეში და ვიცი რას ნიშნავს იქ გაჩენილი ეჭვი ოჯახის წევრზე. სჯობს დაგანგრიონ, გცემონ, ფეხებით ჩამოგკიდონ, ოღონდ ოჯახის წევრზე ეჭვს ნუ ჩაგინერგავენ და ამას კადრულობდნენ. დღეს კი არიან ადამიანები, ვინც ამის მკადრებლებს ხმას აძლევენ“, – განაცხადა ხაინდრავამ „კვირას’“პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები