ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორთა ჯგუფის პრეზიდენტი საქართველოს მხარდაჭერას ჰპირდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორთა ჯგუფის (ECR) ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა ჯგუფის პრეზიდენტთან ევროპარლამენტის წევრთან საიდ კამალთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ECR-ის პრეზიდენტმა მიხეილ ჯანელიძეს კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროპარლამენტში მათი პოლიტიკური ჯგუფის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოსადმი.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ECR-ის პოლიტიკურ ჯგუფთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს. მინისტრმა ევროპარლამენტარს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების შესახებ. აღინიშნა კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის ჩართულობისა და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც მიზნად ისახავს საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ევროპულ სტანდარტებტან. უაღრესად დადებითად შეფასდა ევროპარლამენტის კომიტეტების მიერ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება, ECR-ის პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს პროცესის წარმატებით დასრულებაში შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა.
ევროპარლამენტარ საიდ კამალთან შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. ევროპარლამენტარმა გამოთქვა მზაობა ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ურიერთობების განვითარებას. აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი არის საქართველოს სტარტეგიული პარტნიორი და მნიშვნელოვანი მოკავშირე მრავალი მიმართულებით, ბრექსიტის მოვლენების შემდგომ კი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ორმხრივი კავშირების განვითარება, განსაკუთრებით კი დიდი პოტენციალი არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით.
საქართველოს სააგრეო საქმეთა მინისტრმა ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები