აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე, სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში დასრულდა. მოლაპარაკებებს საქართველოს საგარეო და ეკონომიკის უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც პრემიერის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, საუბარი სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს შეეხო. მისი განმარტებით, ეკონომიკური კუთხით მაჩვენებლების ზრდა უკვე შესამჩნევია, რუსი ტურისტების რაოდენობა კი, წელს რეკორდული აღმოჩნდა. აბაშიძის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ასევე, რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქართველების გათავისუფლების მიმართულებითაც. პრემიერის წარმომადგენლის განმარტებით, შეხვედრაზე, კრემლის დიპლომატის მხრიდან, ასევე დასმული იყო საკითხი, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით.
„ჩვენ უმთავრესად განვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. სატრანსპორტო კომუნიკაციები, ჰუმანიტარული თემები. ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, რაც შექმნილია საოკუპაციო ხაზთან – ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან. გავიარეთ სავაჭრო-ეკონომიკური დინამიკის მიმართულებით თუ რა ვითარებაა. აქ არის გარკვეული ზრდა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის კუთხით, ისევე, როგორც ტურისტების რაოდენობა იყო რეკორდული. შევეხეთ გარკვეულ ჰუმანიტარულ საკითხებსაც. ასევე ვისაუბრეთ ჩვენი მოქალაქეების შესახებ, რომლებიც სასჯელს იხდიან რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით. ბოლო პერიოდში მოხერხდა ჩვენი 7 მოქალაქის გათავისუფლება დ და გვინდა, რომ ეს საკითხი მივიყვანოთ ბოლომდე”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები