„ენერგო-პრო ჯორჯია,“ დარგის პოპულარიზაციის მიზნით, კიდევ ერთ პროექტს იწყებს

სს „ენერგო-პრო ჯორჯია,“ USAID-თან თანამშრომლობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 50 სკოლაში „საჩვენებელ გაკვეთილებს“ ჩაატარებს. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დარგების პოპულარიზაცია, რაც კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სტრატეგიის ნაწილია.
სწავლების პერიოდში, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს, კომპანიის თანამშრომლები აუხსნიან ელექტროენერგიის გამომუშავების მეთოდებს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ზონებსა და ხიფათის შემცველ სიტუაციებს, ჩაატარებენ ელექტროობასთან დაკავშირებულ მცირე ცდებს და სხვა. ამავე პროექტის ფარგლებში, კომპანიისგან სკოლებს საჩუქრად გადაეცემა ჰიდროელექტროსადგურები სპეციალური ასაწყობი მოდელები, ამკრძალავი პლაკატები, ბუკლეტები და სწავლებაზე დასწრების სერტიფიკატები.
რუსთავის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ექსკურსია ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს შვილობილ კომპანიაში, აირტურბინულ ელექტროსადგურზე „ჯიფაუერი“.
ენერგეტიკის დარგში მეტი ახალგაზრდა კადრის მოზიდვის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარჩინებული სტუდენტებისთვის, კომპანია გასცემს სტიპენდიებს, აძლევს მათ საშუალებას გაიარონ პრაქტიკული მეცადინეობა კომპანიაში მომავალი დასაქმების პერსპექტივით.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების განახლების პროცესში. აგრეთვე, აქტიურად იღებს მონაწილეობას დარგის პედაგოგების გადამზადებაში.
(R)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები