ექსპრესლაბორატორია გორში – გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ახალი პროექტი დაიწყო

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ახალი პროექტი დაიწყო – სააგენტოს სპეციალისტები ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელექტრომაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგს და მათ შესაბამისობას ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან უკვე მოძრავი ექსპრესლაბორატორიის საშუალებით ახორციელებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია, ადგილობრივ მედიის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან ერთად, ქალაქ გორში ექსპრესლაბორატორიის სამუშაო პროცესს პირადად გაეცნო და მოსახლეობას გარემოს მონიტორინგის შედეგები წარუდგინა.
ექპრესლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით. სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა წერტილში გარემოს დაბინძურების კვლევებს ახალი ლაბორატორიის საშუალებით ახორციელებენ.
სპეციალისტების მიერ ჩატარებული ანალიზები და კვლევები საშუალებას მიცემს სააგენტოს, ზუსტი ინფორმაცია გააჩნდეს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ და მისი გამომწვევი მიზეზები განსაზღვროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები