კახა კალაძე: მინდა მივმართო მოსახლეობას, არ დაუჯეროთ „ნაცმოძრაობას“

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, “ნაცმოძრაობას” საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. როგორც კალაძემ აღნიშნა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით, “ნაცმოძრაობა” ცდილობს არჩევნების მეორე ტურში დამატებითი ხმებისა და გამარჯვების მოპოვებას.
“ბოროტი ბიძიები”, არჩევნების პირველი ტურის მერე დარბიან და ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომლის რეალური შესაძლებლობა გააჩნია “ქართულ ოცნებას”, ძალიან ცუდია და დიდი დანაშაულია.
მინდა მივმართო მოსახლეობას, არ დაუჯეროთ, ეს არის სიცრუე და ეს ყველაფერი კეთდება, რათა “ნაციონალურ მოძრაობას” დამატებით გამარჯვება მოაპოვებინონ, დამატებითი ხმები მიიღონ. ასე რომ, არ შეცდეთ, მეგობრებო”, – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, კონსტიტუცია მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ თავზე მოირგო და “ნაცმოძრაობაზე” უფრო დიდ უბედურებას კონსტიტუციასთან მიმართებით ვერავინ  გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები