„ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი ცალსახად აღიარებს, რომ უპრეცედენტოდ ღია, თავისუფალ და დემოკრატიულ პირობებში ჩატარდა არჩევნები“

ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი ცალსახად აღიარებს, რომ უპრეცედენტოდ ღია, თავისუფალ და დემოკრატიულ პირობებში ჩატარდა არჩევნები, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” სამგორის 12-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა მარიამ ჯაშმა ”პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
როგორც ჯაშმა აღნიშნა, ”ქართული ოცნება” არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა და მისთვის ყველაზე ნაკლებად იყო აუცილებელი, რაიმე სახის პოლიტიკური პროვოცირება რადგან სახეზეა ”ქართული ოცნების” დამაჯერებელი გამარჯვება.
”ქართული ოცნება” არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა და მისთვის ყველაზე ნაკლებად იყო აუცილებელი, რაიმე სახის პოლიტიკური პროვოცირება, განსაკუთრებით არჩევნების დღეს, რადგან როგორც ყველა წინასაარჩევნო კვლევით, ასევე შედეგებით სახეზე გვაქვს ”ქართული ოცნების” დამაჯერებელი გამარჯვება. არაერთხელ გააკეთეს, როგორც პარტიის ლიდერმა, ასევე მმართველმა გუნდმა განცხადებები, რომლითაც მოვუწოდებდით ჩვენს მხარდამჭერებს მშვიდი, ღია და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებისკენ. ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი ცალსახად აღიარებს, რომ უპრეცედენტოდ ღია, თავისუფალ და დემოკრატიულ პირობებში ჩატარდა არჩევნები“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ მოხდა გარკვეული ინციდენტები, მათ შორის მარნეულში, თუმცა, როგორც ჯაშმა აღნიშნა, არჩევნების საერთო გამჭვირვალობაზე ამას გავლენა არ მოუხდენია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები