გია ვოლსკი: საარჩევნო პროცესმა მრავალი პარტიისა და პოლიტიკოსის ლუსტრაცია მოახდინა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გია ვოლსკის განცხადებით, საარჩევნო პროცესმა მრავალი პარტიისა და პოლიტიკოსის ლუსტრაცია მოახდინა.
როგორც ვოლსკიმ 2030-თან საუბარში აღნიშნა, მოწოდებების მიუხედავად, საზოგადოება საკმარისად ჩამოყალიბებულია, რათა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.
„ერთი მხრივ, ამბობენ, რომ ადამიანის უფლებებზე ასე ბორიტად გადაიარა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდმა და მერე მხრივ მოუწოდებენ „ნაცმოძრაობის” მხარდაჭერას. ეს არის არასწორი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ. ვფიქრობ, საზოგადოება საკმაოდ ჩამოყალიბებულია და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები