ზაქარია ქუცნაშვილი ირინა იმერლიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობას მიესალმება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ჩემი პირადი სიმპათია ირინა იმერლიშვილს ეკუთვნის, – ამის შესახებ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ის თავაძეს არც პიროვნულად იცნობს და არც პროფესიული საქმიანობით, ირინა იმერლიშვილს კი იცნობს და პატივს სცემს როგორც იურისტს და კარგ პიროვნებას. ”ვიქნები ობიექტური, თუ იმერლიშვილს დავახასიათებ, როგორც პროფესიონალს. თავისი კარიერით, ცხოვრებით, გამოცდილებით აჩვენა, რომ ის არის გაწონასწორებული ადამიანი, რომლის გადაწყვეტილებები დაბალანსებული და შებოჭილი იქნება მხოლოდ კონსტიტუციით, ასე, რომ ჩემი პირადი სიმპათია ეკუთვნის ირინა იმერლიშვილს”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ირინა იმერლიშვილისა და ზაზა თავაძის კანდიდატურები დასახელდა. თუ ვინ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, 20 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები