პატრიარქი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ხალხში განმტკიცდეს მართლმადიდებლური სარწმუნოება

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხში განმტკიცდეს მართმადიდებლური სარწმუნოება, სიყვარული და სასოება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ სვეტიცხოველში, ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქმა მრევლს სვეტიცხოვლობა მიულოცა.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად ვართ, რა წმინდა ადგილია ეს. იმდენად წმინდა ადგილია სვეტიცხოველი, რომ როცა მირიან მეფემ იგრძნო მოახლოება გარდაცვალებისა, მან დატოვა ანდერძი, რომ არ დასაფლავებულიყო აქ, იმიტომ რომ უღირსად თვლიდა თავის თავს და იყო დასაფლავებული იქ, სადაც სამთავროს მონასტერია. მრავალი ცრემლი და სისხლი დაღვრილა ამ წმინდა ტაძარში. უფალი, რომელიც გვაძლევს ამდენ მადლს, ამდენ კურთხევას, უფალი მოჰკითხავს ყოველ ჩვენგანს, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხში განმტკიცდეს, მართმადიდებლური სარწმუნოება, სიყვარული და სასოება“, – განაცხადა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები