ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3537 ლარია. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3527 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0010 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5942 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.5920 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0022 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები