ზაზა ხუციშვილი ”ნაციონალურ მოძრაობაზე“: უნდა შემოვიდნენ პარლამენტში

პარტია “ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაკის მე-3 ოლქში ზაზა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლაზე უარი არ უნდა თქვას, რადგან ეს იქნება მხარდამჭერების წინაშე უპასუხისმგებლობის გამოჩენა. მისი თქმით, ბოიკოტი არის გამორიცხული.
„ძალიან კარგად იმუშავეს არჩევნებისთვის, ჩემი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ცისკარიშვილი 3 თვის განმავლობაში, პრაქტიკულად, ყველა ოჯახში შევიდა. ჩვენი პრაქტიკა სხვა იყო, ხალხი გამოგვყავდა შეხვედრებზე. მე ვთვლი, რომ საკმაოდ მაღალი, ჩემთვის მოულოდნელი შედეგი დადეს. ეს უპასუხისმგებლობაა, როგორ შეიძლება ამ ადამიანებს, ვინც მხარი დაგიჭირა, უთხრა, რომ რაღაცის გამო არ შევდივარ პარლამენტში. უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და უნდა გვქონდეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის პროდუქტიული თანამშრომლობა“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს. პოლიტსაბჭოს წევრები იმსჯელებენ, შევიდეს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ პარლამენტში და მიიღოს თუ არა მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები