რამაზ საყვარელიძე: მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე დანაშაულია საპარლამენტო რესპუბლიკაზე ორიენტაცია

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე საპარლამენტო რესპუბლიკის წინააღმდეგია. საყვარელიძე თვლის, რომ საპარლამენტო წყობა აქტიური პოლიტიკური პარტიების მქონე ქვეყნებისთვისაა მისაღები. საყვარელიძე საპარლამენტო წყობას „რესპუბლიკელების“ მცდარ იდეად თვლის.
“მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე დანაშაულია საპარლამენტო წყობაზე ორიენტაცია. მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ დავფიქრდეთ, ამ ქვეყანაში, ასეთი სუსტი პარტიული პოტენციალის მქონე ქვეყანაში, საპარლამენტო რესპუბლიკა არის ხელოვნური მოდელი,რომელიც კრიზისამდე მიიყვანს ქვეყანას. ეს იყო „რესპუბლიკელების“ მოდელი,რასაც ივანიშვილმა დაუჭირა მხარი. ეს მათ წისქვილზე ასხამდა წყალს, მაგრამ ქვეყანას რამდენად წაადგება, გასააზრებელია“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესონფერენციაზე.ოქრუაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები