რამაზ საყვარელიძე: „ნაციონალების“ ბოიკოტი „შირმა“ ფრაზაა, მაშინ არჩევანი უნდა გააკეთონ, პარლამენტში უნდათ თუ ქუჩაში დგომა

ერთხანს “მემარჯვენეებმა” დახიეს მანდატები და დარჩათ თვითონ დახეული მანდატები, მეტი არაფერი არ მოხდა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.
საყვარელიძე თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პარლამენტში ყოფნასა და ქუჩაში აქციების მოწყობას შორის არჩევანის წინაშე დგება, თუმცა ექსპერტის განცხადებით, თუ პარტია არ მოისურვებს პარლამენტში შესვლას, ამით კანონი არ დაირღვევა.
“მე მაღელვებდა დაპირისპირება „ნაციონალებს შორის“, ეს ბოიკოტი შირმა ფრაზაა, რეალურად ქუჩის აქციებზე წავიდოდა საუბარი და ეს რამდენად უნდოდათ, გასარკვევია, თუმცა მათი არშესვლით პარლამენტში იურიდიულად არაფერი შეიცვლება. ერთხანს “მემარჯვენეებმა” დახიეს მანდატები და დარჩათ თვითონ დახეული მანდატები, სხვა არაფერი, თუკი კვორუმი აქვს პარლამენტს, იყოს ერთპარტიული, ეს არაფერს ზღუდავს“, – განაცხადა საყვარელიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
საყვარელიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს ხელოვნური მრავალპარტიულობა იყო.
“შევარდნაძე იყო გულუბრყვილო და ივანიშვილიც არის გულუბრყვილო, თორემ სააკაშვილს ჰყავდა თავისი მრავალპარტიული, ერთი იდეოლოგიის პოლიტიკური ძალები.
ის ახერხებდა, რომ ეჩვენებინა სინამდვილეში ერთპარტიული მრავალპარტიულობა“, -განაცხადა რამაზ საყვარელიძემ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები