რამაზ საყვარელიძე: კვირიკაშვილის გემოვნებით დაკომპლექტებულმა გუნდმა არჩევნებში წარმატებას მიაღწია

“ამ ახალმა სახეებმა მიიღეს პოლიტიკური წრთობა და გამოცდაც ჩააბარეს”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.
საყვარელიძემ „ქართული ოცნების“ რიგებში ახალი სახეების შეყვანა წარმატებულ ნაბიჯად შეაფასა. ექსპერტი თვლის, რომ კვირიკაშვილის გემოვნებით დაკომპლექტებულმა გუნდმა არჩევნებში წარმატებას მიაღწია.
“ქართული ოცნება“ ცოტა შეიცვლება. ახალი სახეები ანუ კვირიკაშვილის გუნდი, რომელიც გაუშვეს გამოცდაზე მაჟორიტარულ ოლქებში და რომლებიც, ფაქტობრივად, ჩაყარეს წყალში მათ მოახერხეს და გაცურეს, ზოგმა გაიმარჯვა, ზოგი იბრძვის გამარჯვებისთვის. ამ სახეებმა გაამართლა, კვირიკაშვილის გემოვნებით დაკომპლექტებულმა გუნდმა არჩევნებში წარმატებას მიაღწია. წინა პარლამენტს ივანიშვილმა გადააფარა თავისი კალთა, მათ მაშინ პოლიტიკურ ბრძოლაში კი არა, ომში მოიგეს, პოლიტიკური გამოცდილება და წრთობა კი სწორედ ამ ახალმა სახეებმა აითვისეს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
საყვარელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ სახეებზე საუბრობს, იგი თვლის, რომ სააკაშვილის ფორმულები დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში” აღარ უნდათ.
“ეს ნიშნავს,რომ „ნაციონალური მოძრაობაც” დაიწყებს ახალ პოლიტიკას, თუკი რიტორიკასაც შეცვლიან და კომპეტენციაზე გადაიტანენ აქცენტს, პარლამენტი აღარ იქნება მიტინგი სახურავს ქვეშ. შეიძლება, ამის გათვალისწინებით, საინტერესო საპარლამენტო ცხოვრება იყოს. ის, რაც „ნაციონალებში“ მოხდა გუშინ და გუშინწინ, ამის განცდის საშულებას იძლევა“, – განაცხადა საყვარელიძემ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები