იან კელი იმედოვნებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ

“დემოკრატიული განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის მრავალპარტიული, პლურალისტული დემოკრატია”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” მიცემულ კომენტარში განაცხადა.
იან კელი იმედოვნებს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები მოპოვებულ მანდატებს დაიკავებენ.
„ვფიქრობ, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს კარგი კამპანია. ისინი ამ კამპანიით ამაყები უნდა იყვნენ და მე მათგან ველოდები, რომ ამ ვითარებას მიუდგებიან მშვიდობიანი კუთხით. როდესაც დრო მოვა, დაიკავებენ მოპოვებულ მანდატებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ ჩართულები ვართ კამპანიაში და იმედი გვაქვს, რომ ისინი მოიქცევიან ისევე პროფესიონალურად, როგორც პირველ რაუნდში მოიქცნენ”, – განაცხადა იან კელიმ.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს. პოლიტსაბჭოს წევრები იმსჯელებენ, შევიდეს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ პარლამენტში და მიიღოს თუ არა მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები