ნუგზარ წიკლაური პარლამენტში შესვლას არ აპირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური პარლამენტში შესვლის წინააღმდეგია. წიკლაურის თქმით, პარტიაში ამ თემებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და ამაზე პარტიის წევრებმა ღიადაც ისაუბრეს.
“ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარტო უნდა დატოვოს ის პარტია პარლამენტში, ვინც არჩევნები გააყალბა, სხვა შემთხვევაში, ნებსით თუ უნებლიეთ, მივცემთ მათ შესაძლებლობას, რაღაც დემოკრატიული ფასადი მოარგონ იმას, რასაც რეალურად არანაირი შემხებლობა არ აქვს დემოკრატიასთან. მეორე ტურთან დაკავშირებითაც მაქვს იგივე პოზიცია, რაც გამომდინარეობს პირველი პოზიციიდან – არავითარი აზრი მეორე ტურში მონაწილეობას არ აქვს. გუშინ ლევან ვარშალომიძემ აჩვენა 25 000 გაბათილებული ბიულეტენი, რაც ნიშნავს, რომ არჩევნები გაყალბდა. ამიტომ მეორე ტურში მონაწილეობა ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. არ ვფიქრობ, რომ პარტიაში ამას დაპირისპირება მოჰყვეს, პარტიის ერთობა არის მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, ყველა წევრი გაუფრთხილდება ამ ერთობას”, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები