აშშ-ის საელჩო საქართველოს კონკურენტული და კარგად ორგანიზებული არჩევნების ჩატარებას ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ არჩევნებს ულოცავს, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შეფასებით ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
”არჩევნები მიმდინარეობდა წესრიგის დაცვით, მაგრამ ვწუხვართ, რომ დაძაბულობამ იმატა დღის განმავლობაში და ადგილი ჰქონდა რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტს საარჩევნო უბნებში. მტკიცედ ვგმობთ ძალადობისა და დაშინების ცალკეულ შემთხვევას და მოვუწოდებთ ყველა ამ ინციდენტის სრული და დაბალანსებული გამოძიებისკენ კანონის უზენაესობის დაცვით.
ეს არჩევნები პირველი ნაბიჯია იმ პროცესში, რომელიც მოიცავს გამეორებით კენჭისყრას. მოვუწოდებთ ყველა პარტიასა და მათ მხარდამჭერებს წყნარი და მშვიდობიანი გზით მიუდგნენ ამ არჩევნებს და გადაჭრან არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ჩვენ გავაგრძელებთ პროცესის მონიტორინგს, შესაბამისად დავაკვირდებით მომავალ საარჩევნო კამპანიასა და განმეორებით კენჭისყრას”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები