რამაზ საყვარელიძე: მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუცია თავის ტანზე შეიკერა

“დღევანდელ კონსტიტუციაში არის ბევრი ღიმილისმომგვრელი და ბევრი ტირილისმომგვრელი ადგილები”, – ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საყვარელიძე თვლის, რომ კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებები არასწორად არის გამიჯნული, რაც ცვლილებას საჭიროებს. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კონსტიტუცია თავისი მოთხოვნების შესაბამისად გამოიყენა.
“სააკაშვილმა ეს კონსტიტუცია თავის ტანზე შეიკერა, პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს მხოლოდ ვეტოს უფლება, რაც არაა ნორმალური. გამოდის, რომ საქართველოს მოსახლების უმრავლესობა ირჩევს პირველ პირს, რომელსაც მხოლოდ ვეტოს უფლება აქვს. სააკაშვილმა იმ პერიოდში არ იცოდა, პრემიერი გახდებოდა თუ პრეზიდენტი, ამიტომ ეს ცვლილებაც სწორედ მისი ახირების მიზეზი იყო“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები