შევლენ თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში, დღეს გაირკვევა

მიიღებენ თუ არა მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები მეორე ტურში  და შევლენ თუ არა პროპორციული სიით გასული დეპუტატები პარლამენტში, დღეს გაირკვევა. ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის წევრები დღეს დაგეგმილ პოლიტსაბჭოზე ხმათა უმრავლესობით მიიღებენ.
შეხვედრა საღამოს 19:30 საათისთვისაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვეს, თუმცა „ქართული ოცნების“ რამდენიმე კანდიდატმა 50-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა. სწორედ ამიტომ მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო, სადაც ერთმანეთს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები