რამაზ საყვარელიძე: მოსახლეობის 50%-მა აირჩია მეხანძრე, დანარჩენმა 27%-მა კი ხანძარი

“​ეს არ იყო კონკურენცია ორ პოლიტიკურ ძალას შორის, ეს იყო კონკურენცია გლადიატორებს შორის”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.
საყვარელიძე თვლის, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო მესამე, ახალი ძალის გამოჩენა იქნებოდა. მისივე განცხადებით, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა თავიდან ბურჭულაძის პარტიის მიმართ ინტერესი.
“მოსახლეობამ არჩევანი გააკეთა მეხანძრესა და ხანძარს შორის, ეს იყო გლადიატორების და არა პოლიტიკური ოპონენტების დაპირისპირება. ხალხს უნდოდა ახალი პოლიტიკური ძალის დანახვაც, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ თავიდან ბურჭულაძის პარტიის მიმართ მოსახლეობის ინტერესი გამოიკვეთა, თუმცა ეს მესამე ძალა შემდეგ რაღაც ფენომენალურ ერთეულში გადაიზარდა. სწორედ ამ მესამე ძალის გამოჩენის სურვილმა განაპირობა „პატრიოტთა ალიანსის“ დაწინაურება სხვა პარტიებთან შედარებით“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები