მიხეილ დუნდუა: ყველა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორი მიუთითებს იმაზე, რომ ლარი უნდა იყოს მყარი

“ლარი აუცილებლად გამყარდება. ეს დროებითი მოვლენა გამოწვეული იყო ტექნიკური ხასიათის მიზეზებით”,-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ განაცხადა.
დუნდუამ იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ლარის კურსის მცირედი ვარდნა გამოწვია. დუნდუას ინფორმაციით, განხორციელდა რამდენიმე მსხვილი საბანკო ტექნიკური ოპერაცია, რაც ლარის კურსზეც აისახა.
დუნდუა თვლის, რომ ეროვნულ ვალუტაზე უარყოფითად მოქმედებს საარჩევნო პერიოდიც.
“ ყველა ფუნდამენტური ფაქტორი მიუთითებს, რომ ლარს ეკონომიკური პრობლემა არ აქვს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, ჩვენი მაკროეკონომიკური გარემო საუკეთესოდ შეფასდა და 137 ადგილიდან მსოფლიოში 40-ე ადგილზე ვართ. ძალიან სერიოზული პროგრესი განვიცადეთ. წლის ბოლოსთვის ლარის ნიშნული 2.20-მდე გამყარდება“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები