“თავისუფალ დემოკრატებში” პარტიიდან რამდენიმე ლიდერის წასვლას არ ადასტურებენ

“თავისუფალ დემოკრატებში” გია ცაგარეიშვილის, ირაკლი ჩიქოვანის, ზურაბ აბაშიძისა და ვიქტორ დოლიძის პარტიიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
როგორც პარტიის წევრი თამარ კეკენაძე აცხადებს, აღნიშნული პირები პარტიაში მუშაობას აგრძელებენ. მისივე თქმით, პარტია  სამომავლო სტრატეგიას დასახავს, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას უკავშირდება.
“თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, ვახტანგ მაჭავარიანმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა, რომ პარტია  რამდენიმე ლიდერმა  – გია ცაგარეიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ და ირაკლი ჩიქოვანმა დატოვა,
თუმცა კეკენაძე მაჭავარიანის განცხადებას მის საკუთარ ინტერპრეტაციას უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები