კობა კობალაძე: არჩევნების დროს იყო ჯანსაღი კონკურენცია და აქ საგანგაშო არაფერია

“მმართველი გუნდი არის ლიდერის პოზიციაზე და ეს ასე დარჩება”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კობა კობალაძემ განაცხადა.
„ქართული ოცნების” წევრი მოსახლეობის არჩევანზე საუბრობს და თვლის, რომ ბევრ ოლქში მეორე ტური მაღალმა ნიშნულმა გამოიწვია.
“ ეს არის ჩვენი მოსახლეობის არჩევანი. საერთოდ, სასურველია, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იყოს მრავალპარტიული. მმართველი გუნდი ლიდერის პოზიციაზეა. ჩატარდება მეორე ტური და უპრობლემოდ გადავალთ. 50%-იანი ბარიერიც არაა დაბალი ნიშნული, საკმაოდ მაღალია. იყო ჯანსაღი და ჯანმრთელი კონკურენცია. ეს იყო მოსახლეობის ნების გამოხატვა“, -განაცხადა კობა კობალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები