კობა კობალაძე: მიშა რომ გვირაბით მოდიოდა თბილისში, პოლიტიკური კრიზისის დაანონსებაც ასეთ „სიმართლეს“ ჰგავს

„ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა კობალაძე დაანონსებულ პოლიტიკურ კრიზისს აბსურდად მიიჩნევს. კობალაძე თვლის, რომ „ქართული ოცნების“ სახით პარლამენტში კვალიფიციური ადამიანები შევლენ, რომლებიც არანაირ პოლიტიკურ კრიზისს არ დაუშვებენ.
“პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი, ისეთივე სიმართლეა, როგორიც მიშა რომ მოდიოდა გვირაბით თბილისში. იგივე სერიიდან წამოსული ვერსიაა. „ქართულ ოცნებას“ იმ შემადგენლობით, როგორითაც პარლამენტში შევა, აქვს ის რესურსი, რომ ქვეყანაში ჯანსაღი და ნორმალური პოლიტიკური ამინდი შექმნას. ამ ადამიანებს აქვთ რეალური სახელმწიფოებრივი ხედვა და ამ განცხადების არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა კობა კობალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები