„პატრიოტთა ალიანსი“ სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებს

“საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, „პატრიოტთა ალიანსი“, როგორც საარჩევნო ბარიერგადალახული პარტია, სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებს.
კანონმდებლობის მიხედვით, კვალიფიციური სუბიექტები – არჩევნებში მონაწილე ძალები, რომლებიც მოსახლეობის მინიმუმ 5 %-ის მხარდაჭერას მიიღებენ, წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებენ არჩევნებში ბარიერგადალახული სხვა სუბიექტებიც.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი, დაჯამებული მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,67 %, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 27,11 % მიიღო.
5 %-იან ბარიერს ლახავს „პატრიოტთა ალიანსიც“, რომელსაც ამ დროის მონაცემებით, ზუსტად 5.01 %-იანი მხარდაჭერა აქვს (88 109 ხმა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები