ელმარ ბროკი: მოლაპარაკებები ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე დეკემბრამდე დასრულდება

ევროპარლამენტის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, ელმარ ბროკის თქმით, მოლაპარაკებები ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე მიმდინარე წლის დეკემბრამდე დასრულდება.
ელმარ ბროკის განცხადების შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ სავიზო რეჟიმის გამარტივებას მხარი დაუჭირა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო გადაადგილების საბოლოო დასტურს მხოლოდ ევროპარლამენტის თანხმობა სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები