“საზოგადოებამ მეორე ტურით წერტილი უნდა დაუსვას იმ უპირატესობას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ტურში მოიპოვა”

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ლიდერებთან გამარჯვებული და მეორე ტურში გასული მაჟორიტარობის კანდიდატების შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ მაჟორიტარებმა მედიასთან კომენტარი გააკეთა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, მეორე ტურთან დაკავშირებით პარტიის სტრატეგიაში ცვლილებები არ არის.
„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის თვითონაც, რომ გადამწყვეტი ეტაპია, მათ უნდა დაადასტურონ და წერტილი დაუსვან მეორე ტურით იმ უპირატესობას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ტურში მოიპოვა. საუბარი იყო ხარვეზებზეც. საზოგადოების ხედვები და შეხედულებები გავაანალიზეთ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საფუძვლად დაედება პარლამენტში შემდეგ მუშაობას”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეხვედრას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები