IRI: გუშინდელი დღე საქართველოსთვის წარმატებული იყო

“გუშინდელი დღე საქართველოსთვის წარმატებული იყო”, -ამის შესახებ IRI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა,  ბარი ჯექსონმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესის შეჯამებისას განაცხადა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბარი ჯექსონმა განაცხადა, მათი დაკვირვების ერთ-ერთი საგანი პოლიტიკურ სპექტრზე დაკვირვებაც იყო. მისი შეფასებით, პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთმანეთს არ ენდობიან, რაც, მისი მტკიცებით, ცუდია როგორც პოლიტიკისთვის, ისე ქართველი ამომრჩევლისთვის.
„გუშინდელი დღე საქართველოსთვის წარმატებული იყო. ქართველი ამომრჩევლები, რომლებიც გუშინდელ პროცესში იყვნენ ჩართული, თავიანთ მოვალეობებს კარგად ასრულებდნენ. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ჯანსაღი დემოკრატია არ ნიშნავს მხოლოდ არჩევნების დღეს. კარგი არჩევნების დღე არ არის ჯანსაღი გზა დემოკრატიისკენ. ჯანსაღი გარემო ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო კამპანია იდეებზე უნდა ააგონ.
პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს არ ენდობიან იმ პროცესში, რასაც წინასაარჩევნო კამპანია ჰქვია. ეს დამოკიდებულება, ერთმანეთის მიმართ უნდობლობა, ძალიან ცუდია, ზოგადად პოლიტიკისთვის და ასევე, ქართველი ამომრჩევლისთვის, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს დემოკრატიისკენ წინსვლა“, – განაცხადა ბარი ჯექსონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები