მარტვილის 62-ე ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია მორიგ შედეგს აქვეყნებს.
მარტვილის 62-ე ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ოთარ დანელიამ გაიმარჯვა. 59 უბნიდან დათვლილი 58 უბნის შედეგების მიხედვით, დანელიამ 51,24 პროცენტი დააგროვა. მისმა კონკურენტმა „ნაციონალური მოძრაობიდან”, ზაალ გოროზიამ კი 31,91 პროცენტი მიიღო.